20 ივნისს ოპოზიცია შარშანდელი მოვლენების აღსანიშნავად მასშტაბურ აქციას გეგმავს. ლიდერები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, თუმცა ამაზე უფრო დიდ პრობლემას პოლიტიკოსებისთვის შეკრების შინაარსი წარმოადგენს. აქციის ორგანიზატორები აპირებენ 20 ივნისის დარბევა დაგმონ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტონ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მაშინ პარლამენტზე შტურმი აღიკვეთა.