ბოლო პერიოდში მედიასივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი გაქრა, არის მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ - პრემიერი

10 ივნისი 2020, 12:44 1735 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის  ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, მედიასივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი გაქრა. გიორგი გახარიას თქმით, არის მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ და პროპაგანდა. 

„სამწუხაროდ, ძალიან ადრე შევედით საარჩევნო პროცესში. სამწუხაროდ, კიდევ რა არის იცით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთოდ მედიასივრციდან პოლიტიკური ნიუსი, შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი, როგორც ასეთი გაქრა. არის მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ და პროპაგანდა. რეალურად, ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის ახალი ვერსია, რომელიც შეიტანა მთავრობამ, არაფერი დაურღვევია, რეგლამენტის შესაბამისად, საათების მიხედვით არის ყველაფერი გაკეთებული.

არის უკიდურესად სერიოზული, სისტემური ნამუშევარი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. თითოეული პარამეტრი არის ზუსტად გაზომილი და დადგენილი. გარდა ამისა, ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს ბევრ ისეთ რაღაცას, როგორიც არის, მაგალითად მეორე ტალღის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და სახელმწიფო იმ მდგომარეობაში, რომ თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შემოდგომისას გაუარესდა, კიდევ ერთი, მესამე დაკორექტირებული ბიუჯეტი შევიტანოთ. ამიტომაც, ბიუჯეტზე მუშაობა არ იყო მარტივი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი