საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დღეს ანგარიშით უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგება. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 საათზეა ჩანიშნული.
ანგარიში 2019 წლის საქმიანობას ეხება. თუმცა აღნიშნული პერიოდის მუშაობის შედეგებს საკანონმდმებლო ორგანოში მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა წარადგენს.