ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის , კორექტირებული ვარიანტის საკომიტეტო განხილვა იწყება დღეიდან პარლამენტში. 248 გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის ხარჯები, რომლითაც მთავრობა წელს სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას გეგმავს.
უკვე ცნობილია, რომ დაფინანსება შეუმცირდება რამდენიმე სამინისტროს, სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად კი მთავრობა 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს დახარჯავს. ბიუჯეტის კორექტიორებულ ვარიანტს იწუნებს ოპოზიცია.