აჭარაში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს.
საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა. რეგულაციის ფარგლებში 60 საინვესტიციო პროექტი განახლდა, რომელთა განსახორციელებელი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 1,5 მლრდი ლარია.
შედეგად აჭარაში არ არის არც ერთი შეჩერებული მსხვილი საინვესტიციო პროექტი.