ტურისტული ნაკადების მიღებისას მთავარი კრიტერიუმი იქნება მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა - ქვრივიშვილი

08 ივნისი 2020, 16:16 1920 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად, ფრთხილად გაიხსნება. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სავარაუდოდ პირველ ტურისტებს ქვეყანა ისრაელიდან მიიღებს, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

''მწვანე ქვეყნების ჩამონათვალი ყოველდღიურად ახლდება. ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელთანაც საჰაერო სივრცე გაიხსნება. არ გავასწროთ მოვლენებს, ევროკავშირის ქვეყნებთან ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი პირველ ეტაპზე მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვის ხსნის ტურისტულ ნაკადებს.  ევროკავშირის ქვეყნებიც ივლისის დასაწყისში ელოდებიან  ძირითად რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მესამე ქვეყნებთან გახსნა“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, ტურისტული ნაკადების მიღების დროს მთავარი კრიტერიუმი იქნება მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა.

''ჩვენი მისია არის, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად. მიმდინარეობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედილი, ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყანასთან. მთავარი კრიტერიუმი, როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ესაა მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა.

შესაბამისად, ქვეყნებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, ერთი მხრივ, გაიმიჯნება ყველა ის კრიტერიუმი, როგორ უნდა ჩამოვიდეს საერთაშორისო ვიზიტორი ჩვენს ქვეყანაში. აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველო მზად არის სრულად. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ის რეგულაციები, რომლებიც შეეხება განთავსების ობიექტებს, კვების ობიექტებს, ტურისტულ ტრანსპორტს, ტურისტულ გიდს, ისევე როგორც შოპინგმოლებს, ასევე სხვა მიმართულებებს, რომლებიც შეიძლება იყოს საერთაშორისო მოგზაურის მიერ გამოყენებული'' - განაცხადა ბრიფინგზე ქვლივიშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი