საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

08 ივნისი 2020, 15:00 961 ნახვა

როგორც პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მათი სამზადისი მეტწილად დამოკიდებულია საარჩევნო მოდელზე. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული ოლქები უქმდება.

ოპოზიციურ პარტიების ნაწილში აცხადებენ, რომ საარჩევნო პროგრამასა და სტრატეგიას სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით დაგეგმავენ. რამდენიმე პარტიაში, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციაში არ გამორიცხავენ კონსულტაციებს და თანამშრომლობას საერთო კანდიდატის წარსადგენად და მხარდასაჭერად. სავარაუდოდ ამ პროცესში არ ჩაერთვება პარტია “ლელო“. აჭარის ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ყველა ოლქში საკუთარი დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლებათ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში