აჭარაში 30 აპრილის შემდეგ კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

08 ივნისი 2020, 10:43 1236 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული 70 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი ტესტის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად რეგიონის სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდდადებითი პაციენტი არ მკურნალობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი