გახდება თუ არა პირბადის ტარება სავალდებულო და დაწესდება თუ არა ამ წესის დარღვევისთვის სანქცია? პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების კანონპროექტს დეპუტატები დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, ხალხმრავალ ადგილას პირბადის უგულვებელყოფა 50 ლარით დაჯარიმდება. დღევანდელ სხდომაზე, ასევე საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების შემცირების საკითხზეც იმსჯელებენ.