უქმე დღეებში აჭარაში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზონაში შაბათს +28,+30, კვირას +32,+34 გრადუსს მიაღწევს.
იქროლებს აღმოსავლეთის სუსტი ქარი, მზის ულტრაიისფერი ინდექსი იქნება მაღალი, რაც დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს.
ფოტო: ბათუმის ბულვარი