მინდა დავამშვიდო მოქალაქეები პრემიერ მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს - ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:32 1287 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გიორგი გახარია არსად წასვლას არ აპირებს და თანამდებობაზე რჩება. ასე გამოეხმაურა ეკატერინე ტიკარაძე პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი