თამარ წილოსანი: დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი ვარ, კონსულტაციებს გავდივარ

03 ივნისი 2020, 15:00 2700 ნახვა

,,მრჩეველთა საბჭოს წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ვერ ჩავერევით მის უფლებამოსილებაში“  - ასე პასუხობს ,,ევროპული საქართველოს“  წევრი მაუწყებლის შენობასთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას განცხადებას.  

პეტრე ზამბახიძე  ამბობს, რომ ის ემიჯნება  მაუწყებლიდან  ბოლო დროს თანამშრომლების გაშვების პოლიტიკას და იმ საფრთხეებს რომელიც ემუქრება სარედაქციო დამოუკიდებლობას. მისივე განცხადებით, ოპოზიციაში მრჩეველთა საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.  

მრჩეველთა საბჭოს წევრი თამარ  წილოსანი ამბობს, რომ ის არის გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი, თუმცა  პროცედურების დაწყებამდე იგი კონსულტაციებს გადის  მედია ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი