საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

03 ივნისი 2020, 00:11 2262 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

გარდაცვლილია 76 წლის მამაკაცი, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებოდა. ინფიცირებული მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიოდა.

ამირან გამყრელიძის  განმარტებით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ბოლო ოთხ დღეში განსაკუთრებულად დამძიმდა. მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. მამაკაცს კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან  634 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში