„ძირითადი მომსახურებები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის“ - გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

01 ივნისი 2020, 14:35 1320 ნახვა

ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მოუწოდებს, რომ ძირითადი მომსახურებები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება - აღნიშნულია განცხადებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი