ნიკოლ ფაშინიანი - დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს

31 მაისი 2020, 11:59 1456 ნახვა

ერევანი მიესალმება ქართული მხარის მზაობას, კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ასეთი აუცილებლობა არ დადგება.“ეხო კავკაზას” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ფაშინიანმა ამავდროულად გაიხსენა, რომ 201 9 წელს, წითელას ეპიდემიის დროს სომხეთმა საქართველოს 30 000 ვაქცინა მიაწოდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მანამდე განაცხადა, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, სომხეთს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. ცნობისთვის გეტყვით, რომ  ბოლო მონაცემებით სომხეთში ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 4 კი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი