საქართველოში ახალი ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა

30 მაისი 2020, 18:34 1676 ნახვა

საბურთალოზე არსებულ კორპუსიდან, სადაც ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს და მათ კონტაქტებს კორონავირუსი გამოუვლინდათ, ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ  2 ადამიანი გადაიყვანეს. მედიკოსები ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით მივიდნენ.

ეპიდემიოლოგების მიერ  მიმდინარეობს კორპუსის მაცხოვრებლების ტესტირება.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  შემთხვევების მატების მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს. გამყრელიძე  მოსახლეობას რეკომენდაციებს დაცვისკენ მოუწოდებს. ქვეყანაში დღეს  კოვიდ 19-ით,  11  ადამიანი დაინფიცირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი