საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა.
თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა პირს დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია- ამბობს გამყრელიძე. საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ 8 ადამიანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, კორპუსში კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.