პლაქვენილის გამოყენება შეჩერდა

30 მაისი 2020, 12:35 1222 ნახვა

საქართველოში კოვიდ-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. ახალ გაიდლაინს ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი