რეკომენდაციები რესტორნებისა და სასტუმროებისთვის

29 მაისი 2020, 18:30 2070 ნახვა

კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან  დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები გამოაქვეყნა. თავშეყრის თავიდან ასაცილებლად კაფე რესტორნებში წინასწარ დაჯავშნის სისტემა ამოქმედდება.  დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს , ან გამოიყენონ დროებითი დამცავი ბარიერი. მაგიდასთან  მაქსიმუმ 6 მომხმარებელი უნდა იჯდეს. ასევე დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. მოხდება დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი. კაფე-რესტორნების შესასვლელში აუცილებელია დეზობარიერების განთავსება, სალაროსთან კი დამონტაჟებული უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერი.იგივე რეკომენდაციები მოქმედებს ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის. რაც შეეხება სასტუმროებს შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი, მოხდეს დამსვენებლების თერმოსკრინინგი,   ზედაპირები დღეში მინიმუმ 3-ჯერ დამუშავდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი