გახდება თუ არა საქართველოს მოქმედი იუსტიციის მინისტრი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე? ინფორმაციას მმართველ გუნდში არ ადასტურებენ, თუმცა კულუარებში ამაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი იყოს გამჭვირვალე. აქვე გეტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევა უკვე დაწყებულია.