EBRD საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტს დააფინანსებს

26 მაისი 2020, 12:28 1796 ნახვა

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის,  ლაჯანური-წყალტუბოსწყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის უკვე შედგა. ერთ თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი