ნიკოლოზ ბასილაშვილი: “არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან “

25 მაისი 2020, 12:12 2102 ნახვა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. რომელშიც აღნიშნულია, რომ ბასილაშვილი  არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და სჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ადვოკატების დახმარებით დაამტკიცებს. ბასილაშვილი მხარდამჭერებსაც მიმართავს და მადლობას უხდის.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბასილაშვილის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი