ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად ლაზერული იარაღი გამოსცადეს. დანადგარი აშშ-ის სატრანსპორტო - სადესანტო ხომალდ „პორტლანდზე“ განათავსეს, რომელიც პერლ-ჰარბორის ბაზის მახლობლად იმყოფებოდა.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათელი სხივი და ცეცხლმოკიდებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩანს. აშშ-ის სამხედროებმა ლაზერული იარაღი არაერთხელ შეამოწმეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოწყობილობა მფრინავი აპარატის წინააღმდეგ ზღვაში შემოწმდა.