საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „Financial Times“ -თან კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთისგან სავარაუდო აგრესიაზე ისაუბრა. ინტერვიუს მიხედვით, ზურაბიშვილის აზრით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს, ასევე დაასტაბილუროს ეკონომიკური კრიზისი, რაც ნავთობზე ფასების მკვეთრმა დაცემამ გამოწვია. პრეზიდენტის თქმით, შექმნილი დაძაბული მდგომარეობის ფონზე კრემლმა შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზე აგრესია განახორციელოს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას და ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვალების მხოლოდ 12 შემთხვევა ფიქსირდება.ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნასაც გამოეხმაურა, თქმა რომ სააკაშვილის დანიშვნა საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე მოხდა რამაც „გაართულა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის“.-წერია სტატიაში.