აჭარის რადიო 90 წლისაა . ვულოცავთ იუბილეს კოლეგებს, რადიოს ყველა თანამშრომელს და წარმატებებს ვუსურვებთ. პირველი ინფორმაცია აჭარის რადიოს ეთერში 90 წლის წინ, 1930 წლის მაისში გავიდა. თავდაპირველად მაუწყებლობა მოსახლეობას საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა.
1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა, დაემატა ახალი გადაცემები და რუბრიკები. 2001 წლიდან ჩვენს რადიოს თანამგზავრული კავშირის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე FM104.5 - 24 საათიანია. აჭარის რადიომ უნიკალური ოქროს ფონდი შექმნა, სადაც დაცულია ქართველი მწერლების, პოეტების, ხელოვნების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ხმები. 23 მაისი ასევე ქართული რადიოს დღეა.