კორონავირუსის ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა და 14 გამოჯანმრთელებული

23 მაისი 2020, 11:49 1643 ნახვა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ინფორმაციით,  5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, თუმცა ჟანგბად  დამოკიდებული არც ერთი არ არის და მათი მდგომაროება გაუმჯობესებულია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  723 დადასტურებული შემთხვევა  გვაქვს მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 495. სამწუხაროდ კოვიდ 19-ს,  12 მოქალაქე ემსხვერპლა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი