პლენარულ სხდომას არ ესწრება უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია. დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან. მათ სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა, სხდომებს არ დაესწრებიან.
ოპონენტებს ლადო მგალობლიშვილი პასუხობს. მისი განცხადებით, ის რომ ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში არ მონაწილეობს, მათი პოლიტიკური არჩევანია. ქართული ოცნების წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქმედებები დესტრუქციისკენ არის მიმართული.