რა დარღვევები დაფიქსირდა ბათუმის სილამაზის სალონებში 

19 მაისი 2020, 16:36 2827 ნახვა

ბათუმში სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყო. სპეციალისტები მეორე დღეა სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში არსებულ მდგომარეობას ეცნობიან და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან მის შესაბამისობას ადგენენ. 

კონტროლი ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახურს დაევალა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე 20 სალონი შეამოწმეს, დარღვევებთან დაკავშირებით კი რამდენიმე მათგანს მითითება მისცეს. იყო შემთხვევა როდესაც სალონში სავარძლებს შორის არ იყო დაცული ორმეტრიანი დისტანცია, ასევე ნაწილს არ ჰქონდათ ობიექტის შესასვლელთან დეზობარიერი

მისივე თქმით, აუცილებელია მომხმარებლის მიღება მოხდეს წინასწარი ჩაწერით და სალონში არ იყოს რიგი. 

''სალონების ნაწილს რეკომენდაციების პაკეტი ჩვენ გადავეცით, ავუხსენით უფრო დეტალურად რა წესების დაცვაა აუცილებელი. ხალხის ჭარბი ნაკადი არცერთ სალონში არ ყოფილა. რამდენიმე ობიექტზე დეზობარიერი არ იყო და გვითხრეს, რომ შეიძენდნენ, ასევე აინტერესებდათ, რომელი დეზინფექციის ხსნარები უნდა მოიხმარონ. სპეციალისტებმა განუმარტეს, რომ ეს უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული. მაგალითად, ერთ-ერთ სალონში სავარძლებს შორის არ იყო დაცული დისტანცია. ვურჩიეთ ასევე სპეციალური გამჭვირვალე ბარიერების გაკეთება'' - განაცხადა ბათუმის მუნიციპალური ინსპექტირების სანიტარული განყოფილების უფროსმა. 

ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, ბათუმში დაახლოებით 150 სალონი ფუნქციონირებს, მათი დიდი ნაწილი კი ჯერ  არ არის გახსნილი. სპეციალისტები ობიექტებს ქუჩების მიხედვით ამოწმებენ. იქ სადაც შეუსაბამობა დაფიქსირდება, მას განმეორებით ისევ გააკონტროლებენ.

პარალელურად სალონებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც მოწმდება. კონტროლს მერიის სამსახური ბოლო რამდენიმე წელია, სპეციალური პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. 

ნუგზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ სალონის მეპატრონეები ცდილობენ სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან და ობიექტი მხოლოდ ამის შემდეგ გახსნან. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სალონების ფუნქციონირების დროს აუცილებელია დეზობარიერი, ჰიგიენური საშუალებები და თერმოსკრინინგი. მომსახურე პერსონალს და კლიენტს უნდა ეკეთოს ნიღაბი და ხელთათმანი და სავარძლებს შორის სოციალური დისტანცია იყოს დაცული. სალონის დამუშავება დალაგება უნდა მოხდეს სპეციალური ხსნარებით. იკრძალება მუშაობის პროცესში მობილურის გამოყენება.

სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, ორთვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა 18 მაისს განაახლეს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი