დღეიდან 2 კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგილაძის ქუჩაზე, ჯავახიშვილიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზას უკავშირდება. შეზღუდვის დროს ტრანსპორტი ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს. შეზღუდვები უკვე მოიხსნა რუსთაველის ქუჩაზე.