ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება. გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ რჩება ამ ინსტიტუციის გულშემატკივრად პარალელურად კი აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ხვალ პაპუაშვილთან ერთად ვადა ეწურება სამ მოსამართლეს- ქეთევან ერემაძეს, დავით სიჭინავას და კონსტანტინე ვარძელაშვილს. უკვე ცნობილია მათი შემცვლელი სამი ახალი მოსამართლის ვინაობა, რომლებიც ფიცს 2 ოქტომბერს დადებენ. შეგახსნებთ პრეზიდენტმა მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დაასახელა. უზენაესმა სასამართლომ საკუთარი კვოტით თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. მეოთხე წევრი პარლამენტმა უნდა წარადგინოს. მისი ვინაობა ცნობილი სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ გახდება.