მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები გაუქმდა, ბოლნისის გახსნის თარიღი კი ამ დრომდე უცნობია. მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა, რაც მუნიციპალიტეტში შიდა გადაცემის დაფიქსირებამ გამოიწვია. შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც კვლავ რჩება საკონტროლო გამშვები პუნქტები.