შეხვედრა მეღვინეებთან

17 მაისი 2020, 13:51 1535 ნახვა

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის   შემსუბუქების  ღონისძიებები განიხილა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე.   გეგმის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება დაემატა. თანადაფინანსების პროცენტი  8%-ის ნაცვლად,  11% იქნება.

თანხობრივი ლიმიტი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდე. ყურძნის გადამუშავების მიმართულებით სესხი გაიცემა 1,500,000  ლარიდან  5,000,000 ლარის ჩათვლით. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 -თვის განმავლობაში. ონლაინ შეხვედრაში ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ასოციაციაში შემავალი 20-მდე კომპანიის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი