ცნობილი ქართველი პოეტი და პროზაიკოსი,ფრიდონ ხალვაში დღეს 95 წლის გახდებოდა. პოეტს, ბათუმის ღვთიმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მოსახსენიებელი პარაკლისი გადაუხადეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
საზოგადო მოღვაწე და რუსთაველის პრემიის ლაურეატი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში 1925 წლის 17 მაისს დაიბადა. სოფელში პოეტი ახლობლებმა და მეგობრებმა გაიხსენეს და მისი ლექსები წაიკითხეს. დღეს , ასევე ფრიდონ ხალვაშის შვილის, ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა, კინორეჟისორი 63 წლის გახდებოდა.