საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდ-19-ის 695 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, 6-ით გაიზარდა და 425-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 3 822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360 პირი იმყოფება.