ხვალ, 16 მაისს საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, ქვეყნის ტერიტორიის დაბლობსა და ბარში +30 + 35 გრადუსი იქნება.
სანაპირო ზოლში დილის საათებში ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდი შეიცვლება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე და ტემპერატურა დაიწყებს კლებას.
რაც შეეხება ნალექს, დღის ბოლოს მხოლოდ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.