ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აბონენტების ნაწილს რამდენიმე საათით წყლის მიწოდება შეუწყდა

15 მაისი 2020, 11:37 1247 ნახვა

ავარიული დაზიანების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალ ქსელის აბონენტებს 10:00 საათიდან დღის 3:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა. ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

"ბათუმის წყალი" მოსახლეობას მოუწოდებს წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ ონკანი რამდენიმე წუთით ღია მდგომარეობაში  დატოვონ ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი