საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გარდაცვლილია 81 წლის ქალი.
''დღვანდელი მონაცემებით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. დღეის მონაცემები ჩვენ გვაქვს 5 ახალი შემთხვევა ინფიცირების, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი ჩვენ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციის და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უდნა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და როგორც ჩანს, ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს'' - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია.