,,არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თორემ უმძიმეს დღეში ჩავარდება“ ასე ეხმიანება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი სამთავრობო გუნდის განცხადებას. ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ორი მიმართულებით არსებობდა.
,,არჩილ თალაკვაძის ეს განცხადება უპასუხისმგებლო და ცრუა“-ასე აფასებენ პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს ევროპულ საქართველოში. ნატალი ჯახუტაშვილი მოგვიყვება უფრო ვრცლად იმ გამოხმაურებების შესახებ, რომლებიც თალაკვაძისა და კობახიძის განცხადებებს მოჰყვა.