კორონავირუსის გამო, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და შესაბამისი ფორმებით ხორციელდება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა პირველ რიგში, ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები ბრუნდებიან, რაც ამ დროის მონაცემებით 2 ათას 828-ს შეადგენს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში საერთო 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.