ბათუმის საკრებულომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა არ განიხილა, რიგგარეშე სხდომა არ შედგა. სხდომის ჩატარებისთვის 13 დეპუტატის შეკრება იყო საჭირო, თუმცა სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ სამი წევრი მივიდა.
რატომ არ შედგა რიგგარეშე სხდომა განცხადება გააკეთა ქართული ოცნების ფრაქციის და საკრებულოს თავმჯდომარეებმაც.