ქობულეთის 4 სოფელში დღეს შეზღუდვები მოიხსნება

08 მაისი 2020, 10:02 1905 ნახვა

საკარანტინო ზონად გამოცხადებული ქობულეთის სოფლები დღეს გაიხსნება. 4 სოფელი წყავროკა, მუხაესტატე, გვარა და ლეღვა თითქმის ერთი თვეა ე.წ. ქობულეთის კლასტერის გამო ჩაკეტილია.   სოფლების შესასვლელ-გამოსასვლელებში განთავსებულია ბლოკპოსტები და მოქალაქეების გადაადგილებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

გარდა ქობულეთისა  მომდევნო 10 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის თბილისი.  22 მაისამდე ქვეყანა კვლავ საგანგებო მდგომარების რეჟიმსა და ე.წ კომენდანტი საათის პირობებში იცხოვრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი