ასუსტებს თუ არა შექმნილი ვითარება პარლამენტის როლს - კონსტიტუციონალისტთა მოსაზრებები

07 მაისი 2020, 20:36 1391 ნახვა

პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ოპოზიცია საპარლამენტო მუშაობის გააქტიურებას და საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისვლას მოითხოვს. ამ ფონზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ვითარებაშიც დეპუტატები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში და საპარლამენტო სხდომების ჩატარების შესახებ ოპოზციის მოთხოვნა პოლიტიკური სპეკულაციაა, რადგან ისინი ხშირ შემთვევაში საპარლამენტო სხდომებს ისედაც არ ესწრებიან. კონსტიტუციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს  ინიშნება საგანგებო სესია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მოქმედებს.  ასეთ ვითარებაში პარლამენტი საგანგებო რეჟიმში  უნდა აგრძელებდეს მუშაობას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი