გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი განხორციელდა

07 მაისი 2020, 09:06 1156 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  გუშინ  4 რეისი განხორციელდა - თეირანიდან, ალმაატიდან, ერ-რიადიდან და ციურიხიდან. ოთხივე შესრულებული ავიარეისით სამშობლოში 159   თანამოქალაქე დაბრუნდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება და  სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ. ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონა 83 სასტუმროშია მოწყობილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში