ორშაბათიდან ბათუმის აგრარული ბაზრის შენობის პირველ სართულზე ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნება

06 მაისი 2020, 10:29 2660 ნახვა

ორშაბათიდან ბათუმის აგრარული ბაზრის შენობის პირველ სართულზე ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნება. ტერიტორიაზე ამ  ეტაპზე სადეზინფექციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ბაზრის დირექტორი აცხადებს, რომ სექციები სოციალური დისტანციის დაცვით განთავსდება და დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით.

პარალელურად ბაზრების მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.  აჭარაში უწყების ინფორმაციით, დარღვევის ფაქტი ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. მომხმარებლები პროდუქტების შეძენას დღეიდან ქვეყნის მასშტაბით 47 აგრარულ ბაზარში შეუძლიათ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი