აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მთავარის" პირდაპირ ეთერში შეკითხვებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი პასუხობდა.
მან თქვა, რომ სახელმწიფო დღეს ბრძოლის ორ ფრონტზე დგას - ჯანდაცვის და ეკონომიკური საკითხების. ჩვენი მედ პერსონალის დახმარებით, ძალიან მალე ფრონტის მეორე ხაზი, ანუ ეკონომიური ნაწილი გადაიწევს პირველ ხაზზე, რის შემდეგაც სახელმწიფო მზად არის, შეკრიბოს ეკონომიკურ საკითხებში ყველა ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანი და გამოიყენოს მათი პროფესიული გამოცდილება.
"ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ რაც კი საქართველოში და მითუმეტეს ჩვენს კუთხეში დაგროვილია ინტელექტუალური პოტენციალი ეკონომიური ცოდნის მხრივ, მოხდეს ამ ადამიანების შეკრება, რომლებიც ჩაერთვებიან და პირველ დარტყმას აიღებენ საკუთარ თავზე. ეს აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ეკონომიურ საკითხებში, რომლებიც ჩვენ შევკრიბეთ ერთიანი ძალისხმევით, შევთანხმდით და შევჯერდით, რომ ეკონომიკის ექსტპერტთა საბჭო იმუშავებს და იქნება პარტნიორი როგორც ხელისუფლების ასევე ბიზნეს სექტორის" - აცხადებს ნიკა ჩხარტიშვილი