“გირჩი” ამომრჩეველს დაემშვიდობა და ბლოკი დატოვა

28 სექტემბერი 2016, 00:00 3535 ნახვა

შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე“ -  პოლიტიკური ცენტრი გირჩი ამომრჩეველს მომავალ არჩევნებამდე ემშვიდოებება.  „გირჩმა“ „პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“გუშინ დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.   “ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. „გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი