აჭარაში 24 საათში ჩატარებული 382 კვლევიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

02 მაისი 2020, 11:34 2105 ნახვა

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 382 კვლევიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. გუშინ კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი განიკურნა.

სულ აჭარაში 31 გამოჯანმრთელებული პირია. ამ ეტაპზე კლინიკა "მედალფაში" 24 პაციენტი მკურნალობს.

სულ ჩატარდა 382 ლაბორატორიული კვლევა და არცერთი დადებითი შემთხვევა არდაგვმატებია, იცით გუშინ დაგვემატა 4 განკურნებული შემთხვევა,, სულ აჭარის რეგიონში რეგისტრირდება 31 გამოჯანმრთელებული პირი ამ ეტაპზე კლინიკა ''მედალფაში'' 24 პაციენტი მკურნალობს და ყოველდღე ველოდებით განმეორებითი კვლევის შედგებს, შესაბამისად

განკურნებულ პირთა რაოდენობა მოიმატებს ყოველდღიურად. ჯერჯერობით სიტუაცია გვაქვს სტაბილური, ახალი შემთხვევები გვექნება მინიმალური და ერთეული თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ გვაქვს კარგი მდგომარეობა, ვინაიდან ეპიდემიოლოგების აზრით სიტუაციის შემდეგი განვითარება დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე.

სულ 4300 მეტი კვლევა ჩატარდა და მათ შორის დაახლოებით 1000 არის სამედიცინო პერსონალი. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 36 შემთხვევა რჩება აღრიცხული, თუმცა მათ შორის 9 პირი არის უკვე განკურნებული. ქობულეთის კლასტერთან სამი სოფლის მაცხოვრებლები იზოლაციიდან მოიხსნენ, თუმცა სოფლები რჩება მაღალ რისკ ზონად და მაინც ჩაკეტილ სივრცედ მოიაზრება.

აქტიურად მიმდინარეობს მაღალი რისკის ჯგუფების მიზნობრივი ტესტირება. ეს არის სამედიცინო პერსონალი. ჩვენ ჩავერთვებით თავშესაფრის მობინადრეების და პერსონალის ტესტირებაში, ასევე საკარანტინე სივრცეში დასაქმებული პირებს ტესტირებაში. მომდევნო პერიოდში მიზნობრივი ტესტირება გაიზრდება"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დილის ინფორმაციით ჯამურად ცხელების ცენტრებში არის 40 პირი და დღის განმავლობაში ველოდებით მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. საკარანტინე სივრცეში არის დაახლოებით 1500 პირი,  ხოლო 4300 არის თვითიზოლაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი