მინაშვილი და წიკლაური სუს-ში დაკითხვაზე არ მივიდნენ

27 სექტემბერი 2016, 00:00 3040 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა  უწყებების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს და არც საგამოძიებო უწყებაში მივიდნენ დაკითხვაზე.  პარტიამ სუსს თხოვნით მიმართა -  თავად მივიდნენ პარტიის ოფისში დასაკითხად. პარტიაში თქვეს, რომ  სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა წინასაარჩევნო პროცესიდან გამომდინარე გადატვირთული რეჟიმი აქვთ.  თბილისში  “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება. ჯერჯერობით სუსის წარმომადგენლები პარტიის წევრების დასაკითხად ოფისში არ მისულან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი