პენსიონერებს პენსია ყოველწლიურად გაეზრდებათ და ეს დადგენილი წესის მიხედვით მოხდება - ივანე მაჭავარიანი

28 აპრილი 2020, 15:50 1541 ნახვა

2020 წლის იანვრიდან 20 ლარით ყველა პენსიონერისთვის მატება ეს უკვე შემდგარი ფაქტია, შემდგომი მატება 70 წელს გადაშორებული პენსიონერებისთვის 30 ლარით იქნება 1 ივლისიდან ამოქმედდება. მიუხედავად იმისა,რომ ბიუჯეტი დიდ გამოწვევს ჩვენ ამაზე უარი არ ვთქვით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

მისივე თქმით შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს პენსიების სამომავლოდ ზრდა საქართველოში. მინისტრის განმარტებით პენსიები ყოველწლიურად დადგენილი წესის შესაბამისად გაიზრდება.

"ეს იყო მუდმივი სპეკულაციის საგანი. ამიტომ შევიმუშავეთ წესი, რომ ავტომატურ რეჟიმში ყოველწლიურად პენსიონერებს გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით თუ რომელ პოლიტიკურ ძალაა ხელისუფლებაში, არამედ საერთო წესის მიხედვით.

სამომავლოდ 70 წლამდე პენსიონერებს პენსია გაეზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, 70 წელს ზემოთ გადაცილებულებს ინფლაციას პლუს ეკონომიკური ზრდის  80%-ის გათვალისწინებით. წესდება ქვედა მინიმუმი, ეს არის 70 წლამდე პენსიონერებისთვის მინიმუმ 20 ლარი. თუ ის პირობა ინფლაციის შესწორებული ზრდა არ აკმაყოფილებს მინიმუმ 20 ლარს, ხოლო 70 წელზე გადაცილებულებისთვის 25 ლარი, თუ წინა კრიტერიუმები ამ მაჩვენებელს გადააჭარბებს ის იქნება ძალაში, თუ არა მინიმალური ზრდა 20-25 ლარით მაინც მოხდება"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით აღნიშნული წესის დასამტკიცებლად ისინი ინიციატივით პარლამენტს ახლო მომავალში მიმართავენ,  მისივე თქმით, სამომავლოდ შეიძლება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი დაკორექტირდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი