მეზღვაურები დანიაში გაემგზავრნენ

28 აპრილი 2020, 14:56 4988 ნახვა

ქართველ მეზღვაურთა 23-კაციანი ჯგუფი დღეს დანიაში გაემგზავრა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების ჩანაცვლება საერთაშორისო  ნაოსნობაში გეგმის მიხედვით მოხდება, რომელიც საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან  ერთად შემუშავდება.  

რაც შეეხება იმ ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე არიან,  ეს ინდივიდუალურ რეჟიმში განხორციელდება.  ამავე რეისით სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი